top of page

შეხვედრა თამარ სანიკიძესთან

2019 წლის 19 თებერვალს, ბიზნესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის“ პრეზიდენტთან - თამარ სანიკიძესთან საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.

ინსტიტუტის მთავარი მისიაა განათლების პოლიტიკის შესახებ კვლევების ჩატარება.

შეხვედრის ფარგლებში თამარ სანიკიძემ ფედერაციის წევრებს დაწვრილებით გააცნო ინსტიტუტის საქმიანობა და უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლებისა და შესაბამისი სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე, რომელთა ათვისების შემდეგ კერძო სექტორს ბევრი კვალიფიციური კადრი შეემატება, რაც, თავისთავად, ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა ასევე განიხილეს ამ მიმართულებით დამსაქმებელთა კიდევ უფრო დაინტერესებისა და გააქტიურების პერსპექტივები.



bottom of page