შეხვედრა ვერა მარტინთან IMF მისიის ხელმძღვანელთან
- womenfortomorrow
- Nov 5, 2019
- 1 min read
2019 წლის 5 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა, ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ ქალებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ნინო კობახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ევგენიძე მონაწილეობდნენ. მხარეებმა ისაუბრეს ქართული ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ქალთა როლზე აღნიშნული სირთულეების დაძლევაში და განიხილეს სამომავლო განვითარებისა და წინსვლის პერსპექტივები.

Comentarios