top of page

ქართულ-თურქული ბიზნეს ასოციაციების შეხვედრა

ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის”, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის ინიციატივით, მიწვეულ იქნა მიღებაზე ქართულ-თურქული ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შესახვედრად. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ფედერაციის წევრები გაეცნენ „დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (MUSIAD) და „ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის“ (GÜRTİAD) საქმიანობას საქართველოში. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს თურქ და ქართველ მეწარმეებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თეა გოგუაძემ, თურქ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა ფედერაციის საქმიანობის შესახებ. სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ელჩმა ხაზი გაუსვა თურქი ბიზნესმენების ქართული ბაზრით კიდევ უფრო დაინტერესების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.



bottom of page