top of page

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ასობით კურსდამთავრებული და სტუდენტი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა

საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ჯანდაცვის მიმართულების ერთ-ერთი უძველესი კოლეჯია, რომელიც საუკუნეზე მეტია სამედიცინო პროფესიულ კადრებს ზრდის და დღეს მისი კურსდამთავრებულები და სტუდენტები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

პანდემიურ გამოწვევებზე ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრს, საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ დამფუძნებელს, მაია ჩიხლაძეს ვესაუბრეთ, რომელსაც ვრცელი იტერვიუს სახით გთავაზობთ.



როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მთლიანად შეცვალა მსოფლიო. პანდემიამ საქართველოც დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და შესაბამისად, ქვეყანაში, სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე პროცესებს ახალ რეალობასთან მოუწია ადაპტირება. გამონაკლისი არც განათლების სისტემა აღმოჩნდა, განსაკუთრებით ეს შეეხო პროფესიულ განათლებას.

მოგეხსენებათ, რომ უმაღლეს და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პანდემიის დასაწყისშივე დაინერგა დისტანციური სწავლება. გამომდინარე პროფესიული განათლების სპეციფიკიდან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამი თვის განმავლობაში სრულად შეწყვეტილი იყო სასწავლო პროცესი, რაც თავისმხრივ მეტად მტკივნეულად აისახა პროფესიულ კოლეჯებზე, განსაკუთრებით კი კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო კოლეჯებისგან განსხვავებით, კერძო კოლეჯების ყველა პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენი კონტიგენტის დიდი ნაწილი მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც თავად იფინანსებდა სწავლის გადასახადს. პანდემიამ პროფესიულ სტუდენტთა ოჯახების უმრავლესობა შემოსავლის გარეშე დატოვა, რაც მწვავედ აისახა კერძო საგანმანათლებლო კოლეჯების, მათ შორის საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ფინანსურ მდგომარეობაზე.


აღნიშნული პრობლემების შესახებ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ“, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც მე გახლავართ (ასოციაციის წევრია 42 კერძო პროვაიდერი), არაერთხელ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენს. ამ უწყებებთან კომუნიკაციაში ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ასევე იყო ჩართული. თუმცა პროფესიული განათლების კერძო პროვაიდერები, როგორც სამთავრობო, ისე უწყებრივი ყველა გადაწყვეტილების მიღმა აღმოვჩნდით. პროფესიული განათლება, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ასევე ანტიკრიზისულ პროგრამაში.

როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?

საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“, სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ახორციელებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა: საექთნო საქმე, ფარმაცია (სააფთიაქო). ამ დარგის მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადება მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამიტომ, კოლეჯის ხელმძღვანელობის მხრიდან სისტემატიურად ხდება მიმდინარე პროცესებზე სწრაფი რეაგირება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, აქტიური კომუნიკაცია ბიზნეს პარტნიორებსა და სახელმწიფო უწყებებთან. პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, სახელმწიფო უწყებების ჩართულობა და თანადგომა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია, კოლეჯის საქმიანობის გადასარჩენად.

აღნიშნული სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ მოგვეცა საშუალება განგვეხორციელებია ე.წ. ჰიბრიდული სწავლება (საჭიროების მიხედვით, საკონტაქტო ან დისტანციური რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვა). დისტანციურ მიდგომებს შორის ელექტრონულ სწავლებას მიენიჭა უპირატესობა. რისთვისაც შეძლებისდაგვარად მოვაგვარეთ პროფესიულ სტუდენტთა მხრიდან ინტერნეტთან წვდომის, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების პრობლემები, ასევე, დაუყონებლივ მოგვიწია პროფესიული მასწავლებლების გადამზადება, ვინაიდან ელექტრონული სწავლება განსხვავებულ უნარებს მოითხოვდა მათგან. მოგეხსენებათ, პროფესიული სწავლების თეორიული კომპონენტი ხორციელდება უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო პრაქტიკული კომპონენტი პარტნიორ ბიზნესთან ერთად, რომელიც თავის მხრივ ასევე აღმოჩნდა მწვავე გამოწვევების წინაშე. როგორც მოსალოდნელი იყო, კოლეჯის ხელმძღვანელობასა და ბიზნეს პარტნიორებს შორის მალევე შედგა შეთანხმება პრაქტიკული სწავლების შეუფერხებლად განხორციელების შესახებ.



როგორ ფიქრობთ, კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?


ვფიქრობ, რომ ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაში ბევრი რამ შეიცვლება. პანდემიის შემდეგ, უკვე ვეღარ დავუბრუნდებით სწავლების ძველ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება სპეციფიურია, დისტანციური სწავლება მაინც მყარად მოიკიდებს ფეხს ამ სფეროში. რაც შეეხება, სახელმწიფო მიდგომებს - პროფესიული განათლების სფეროს განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში, covid-19-თან დაკავშირებული მოვლენები რეალურად ვერ შეცვლის.

როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა, ერთ-ერთი უძველესი ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. რომელიც საუკუნეზე მეტია ქვეყანას აწვდის სამედიცინო პროფესიულ კადრებს, როგორიცაა: ექთნები, ბებიაქალები, ფარმაცევტები, მასაჟისტები, კბილის ტექნიკოსები და ექთნის თანაშემწეები. გვყავს 40-ზე მეტი ბიზნეს პარტნიორი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


ვახორციელებთ კურსდამთავრებულთა დასაქმებას გერმანიის კლინიკებში ექთნის პოზიციაზე. ეს კადრები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახალი პროფესიული კომპენტეციებით აღჭურვილები დაუბრუნდებიან საქართველოს.


მალე დავიწყებთ საექთნო პროგრამის პროფესიული სტუდენტების გაცვლით პროგრამებს ჩვენს უცხოელ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ევროპული განათლების ინტეგრირებისათვის ჯანდაცვის მიმართულების სფეროში.


საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ გახლავთ ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო რესურსის, სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.



როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?


საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ სტრატეგიული ხაზია:

ვაკეთოთ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე, რაც უკვე წლებით გამოცდილია: მოვამზარდოთ მაღვალკვალიფიციური, ქვეყნისთვისთვის ესოდენ საჭირო პროფესიული განათლების სამედიცინო პერსონალი.


დღეს, საქართველოს მასშტაბით, პანდემიასთან ბრძოლოს წინა ხაზზეა საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ ასობით კურსდამთავრებული და სტუდენტი,

რომლებიც დაუღალავი შრომით, საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

bottom of page