გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნელიდერთა ფედერაციის ერთობლივი პროექტი
- womenfortomorrow
- May 17, 2019
- 1 min read
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ერთობლივ პროექტს მოეწერა ხელი.
პროექტის მიზანია ქალთა გალიერების პრინციპების (WEPs) დანერგვით ხელი შეუწყოს ბიზნეს კომპანიებში:
ქალთა გაძლიერებას;
კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში თავიანთი საქმიანობების დახვეწასა და გაუმჯობესებას;
საერთაშორისო და ადგილობრივ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ან/და ორგანიზაციებთან პარტნიორობის გაძლიერებას.
პროექტს ხელი მოაწერეს ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო კობახიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში - თამარ საბედაშვილმა


Comments