top of page

ბიზნესლიდერთა ფედერაციამ "ქალები მომავლისთვის" აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს უმასპინძლა

ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და ამერიკელ დიპლომატებს უმასპინძლეს. ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და ამერიკის ელჩის ეს შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მხარეებმა ბიზნესის გამოწვევები და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, მხარეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრნენ და რეგიონის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. მათ მოინახულეს ენგურის ჰიდროელექტროსადგური, მესტია, იფარი და უშგული, წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, ადგილობრივი მუზეუმი და სხვა კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ასევე გაიცნეს სვანეთის რეგიონის უნიკალური ტრადიციები და სვანური სამზარეულო.




bottom of page