top of page

“ალბიუსი” გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა

ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი” გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა.


გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები კომპანიებს ეხმარება, არსებული პოლიტიკა და პროგრამები ქალთა უფლებების გაფართოებისა და განხორციელების პროცესებს მოარგონ ან, საჭიროების შემთხვევაში, ახალი პოლიტიკა და პროგრამები შეიმუშავონ.


აღნიშნულ გლობალურ ინიციატივაში მონაწილეობით,”ალბიუსი“ აქტიურად განაგრძობს კომპანიაში გენდერული თანასწორობის დაცვას და ქალთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინიციატივების გზით.





bottom of page