top of page

RSM Georgia, გაეროს ქალთა უფლებების გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა

Updated: Jun 23, 2020

2019 წლის 23 აგვისტოს, კომპანია RSM Georgia, ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" წევრის, თეა კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ქალთა უფლებების გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა.

WEPs ქმნის ჩარჩოს, რომელიც კომპანიებს ეხმარება ქალთა გაძლიერებაში როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე ბიზნესსა და საზოგადოებაში.

”ჩვენ ქალთა გაძლიერებას ვხედავთ, როგორც გლობალური მდგრადობის მნიშვნელოვან საყრდენს და ინკლუზიური ეკონომიკის მშენებლობისათვის აუცილებელ პირობას. გვჯერა, რომ ბიზნესი არის მთავარი პარტნიორი იმ სირთულეების აღმოფხვრაში, რომელთა გადალახვაც ქალებს უწევთ სრული ეკონომიკური ჩართულობის მისაღწევად და იმ შესაძლებლობების გააზრებაში, რასაც ქალები სთავაზობენ გლობალურ ეკონომიკას.

ჩვენ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ უფრო ძლიერი ეკონომიკის შექმნაში და უზრუნველვყოთ მნიშვნელოვანი მოგების მიღება საზოგადოებისა და ბიზნესისათვის. დიდი სიამაყით შევუერთდით ამ ინციატივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს როლს შევასრულებთ ქართულ საზოგადოებაში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში.

შეზღუდვა და ლიმიტი არ არსებობს, რადგან ჩვენ, როგორც ქალებს, შეგვიძლია გავაკეთოთ და განვახორციელოთ! ” განაცხადა RSM Georgia– ს კომერციულმა დირექტორმა, თეა კაჭკაჭიშვილმა.



bottom of page