ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი კომპანია „Red Line”, პანდემიის გამო შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს ვეღარ უმკლავდება და ამ ეტაპზე სრულად შეაჩერა საქმიანობა. კომპანიის ძირითადი სეგმენტი საქართველოში ჩამოსული უცხოელები იყვნენ, რადგან მათი ძირითადი საქმიანობა, ტურისტებზეა გათვლილი და ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
პანდემიამდე აღნიშნული საშუალო ბიზნესი წარმატებით ართმევდა თავს როგორც საქართველოს პოპულარიზაციას, ისე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში მოკრძალებული წვლილის შეტანას, მაგრამ პანდემიამ და ჩაკეტილმა საზღვრებმა ყველა პროცესი შეაჩერა და ბიზნესიც გადარჩენის ზღვარზეა.
კომპანია სპეციალურად ტურისტებისთვის ამზადებდა ჩანთებს, ორი განსხვავებული წარწერით: I am Georgian; I was in Georgia
„სამწუხაროდ მიმდინარე გამოწვევებს ვერ ვუმკლავდებით და ჩემი მცირე ბიზნესი ამჟამად გაჩერებულია. სიძნელეები ვერ გადავლახეთდა ბიზნესში ჩადებული მატერიალური ინვენსიტიცია, ზარალად გადაიქცა, სრულიად დამოკიდებული აღმოვჩნდი ტურიზმზე. იმედს ვიტოვებ, რომ მალე ისევ შევძლებთ ტურისტების მიღებას, რაც ჩვენს მსგავს საშუალო ბიზნესებს ამოსუნთვის საშუალება მიეცემს. ჩემი მოლოდინები დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არც თუ ისე პოზიტიურია. თუ შემდგომშიც ასე გაგრძელდა, იძულებული გავხდები, სრულიად შევცვალო ჩემი საქმიანობის სფერო და ყურადღება და ინვენსიტიაციაც სხვა მიმართულებით მივმართო. თუმცა, დღეს ასეთი უსაფრთხო სფეროს მოძებნა ძალიან რთულია.“ - აღნიშნავს კომპანია „Red Line” დამფუძნებელი ქეთევან კრებსერ-წიქორიძე
コメント