top of page

BTL - საქართველომ HOClean-თან პარტნიორობით სადეზინფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

ტურისტული კომპანია BTL - საქართველო კომპანია HOClean-ის პარტნიორი გახდა და ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სადეზინფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო.

ტურისტული კომპანია BTL წამყვანი MICE (Meetings,Incentives,Conferencies,Events) კომპანიაა საქართველოში. პანდემიის პირობებში, გლობალური ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერებელია და შესაბამისად BTL-საც უკვე წელიწადია რაც შეჩერებული აქვს ოპერირება ობიექტური მიზეზების გამო და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი საქმის გარეშე დარჩა.

„ვინაიდან ჩვენი კომპანია ემსახურება საქმიან და MICE ტურიზმს, ჩვენ ვართ შემომყვანი კომპანია, გადავწყვიტეთ, რომ უსაფრთხო ტურიზმი გახდება ძირითადი მოთხოვნა ნებისმიერი მოგზაურობის დროს და ვირუსის რეალობაში ერთ - ერთი კრიტერიუმი უსაფრთხოებისთვის სადეზინფექციო ხსნარია. შესაბამისად დავიწყეთ ამ ხსნარების წარმოება და პარტნიორად ავირჩიეთ კომპანია HOClean, რომლის პროდუქტს არ აქვს ანალოგი და შეგვიძლია ვენდოთ! ესე გავხდით პარტნიორები და ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ჩვენი სტუმრები HOClean-თან ერთად!“ - მაია ბიბილაური - ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი, ტურისტული კომპანია BTL Georgia-ს დირექტორი

HOClean- ის უპირატესობები

· სერტიფიცირებულია ლუგარის ლაბორატორიის მიერ

· ხსნარი წარმოებულია საქართველოში ბუნებრივი მასალებით ევროპული დანადგარების გამოყენებით.

· სრულიად უვნებელია ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის.

· გამოიყენება პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში

· ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს ალკოჰოლს, არ შეიცავს დანამატებს, არ აშრობს კანს;

· არის ბიოდეგრადირებადი მწვანე ტექნოლოგია

· უსაფრთხოებისთვის არ საჭიროებს სპეციალურ ეკიპირებას

· ანადგურებს 99,99-ზე მეტ პათოგენს


bottom of page