Benefits გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა

Updated: Jun 23

2019 წლის 26 აგვისტოს, ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი სადაზღვევო და რისკების მართვის კომპანია Benefits • ბენეფიტსი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები კომპანიებს ეხმარება, არსებული პოლიტიკა და პროგრამები მოარგონ ქალთა უფლებების გაფართოების განხორციელების პროცესს ან, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავონ ახალი პოლიტიკა და პროგრამები. თანასწორობა თავისთავად განსაზღვრავს ძლიერ ბიზნესს, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შესაბამისად, საჭიროა სულ უფრო მეტი ქალის წახალისება და მომზადება ეკონომიკურ პროცესებში ჩასართავად. აღნიშნულ გლობალურ ინიციატივაში მონაწილეობით, “Global Benefits Georgia” აქტიურად განაგრძობს კომპანიაში გენდერული თანასწორობის დაცვას და ქალთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინიციატივების გზით.



34/36 Abashidze, 0179, Tbilisi, Georgia               +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn