შეხვედრა კრისტინ ლაგარდთან

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქართველ ლიდერ ქალებს შეხვდა, მათ შორის - ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო კობახიძეს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთი - ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებლად განსახორციელებელი აქტივობები, განიხილეს ბიზნესში ქალთა ჩართულობის და მათი ფინანსებზე წვდომის ზრდის საშუალებები. შეხვედრის ფარგლებში, ნინო კობახიძემ ისაუბრა ფედერაციის მიერ ქალთა მხარდაჭერის და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივ პროექტზე, რომელსაც ახლახანს მოეწერა ხელი და რომლის მიზანიცაა, ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) დანერგვით ხელი შეუწყოს ბიზნეს კომპანიებში ქალთა გაძლიერებას. „ჩვენი, როგორც ფედერაციის მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული კორპორატიული მმართველობის ჩამოყალიბებაში, რასაც მივაღწევთ სახალხო ინიციატივებისა და ადვოკატირების გზით“, განაცხადა მან. ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კრისტინ ლაგარდს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის.





34/36 Abashidze, 0179, Tbilisi, Georgia               +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn