ბიზნესლიდერთა ფედერაციას "ქალები მომავლისთვის" საქართველოში მისიის ფარგლებში კანადის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები და ორგანიზაცია „კანადის კოლეჯების და ინსტიტუტების“ (CICan) დელეგატები ეწვივენ. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: ალრიკ შენონი - კანადის გენერალური კონსული სტამბულში; ვეფა ატაგი - კანადის გენერალური საკონსულოს სავაჭრო კომისიის წევრი; ალან როი - ორგანიზაცია „კანადის კოლეჯებისა და ინსტიტუტების“ ვიცე პრეზიდენტი; კამილ ხაური - „კანადის კოლეჯებისა და ინსტიტუტების“ ბიზნეს განვითარების მენეჯერი. ფედერაციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა გოგუაძე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქეთევან ქვარცხავა და ფედერაციის პარტნიორის, „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, განათლების ექსპერტი - ქეთევან ნატრიაშვილი. შეხვედრის ფარგლებში დელეგატებმა წარადგინეს კანადის „განათლება დასაქმებისთვის“ მიდგომა, ისაუბრეს პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოში ორგანიზაციულ და ინსტიტუციურ დონეზე.
Comments