top of page

შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას შეხვდნენ და პანდემიური კრიზისით გამოწვეულ ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ბიზნესისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფო უწყებების როლი არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაში. მინისტრმა წევრებს გააცნო სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტები, ეკონომიკის განვითარების ხედვა და გლობალური პანდემიის მიუხედავად იმ პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი ნაწარმოების გაზრდას უკავშირდება.


შეხვედრის ფარგლებში, ფედერაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გასაუბრებოდნენ ქ-ნ ნათიას და მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა - ირაკლი ნადარეიშვილი - ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი გურგენიძე - კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი და მიხეილ ხიდურელი - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.





Comments


bottom of page