top of page

ქართულ - ამერიკული სკოლა „პროგრესი“: 2021 წელს გრანდიოზული გეგმებით და სიახლეებით ვხვდებით

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა "პროგრესი" პანდემიის მიხედავად აქტიურად აგრძელებს საგნამანათლებლო პროცესებს და მეტიც, 2021 წელს დიდი სიახლეებით ხვდება. „პროგრესი“ ფართოვდება და ქალაქ ბათუმში, ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

პანდემიურ პირობებში, თუ როგორ შეძლეს საგანმანათლებლო სწავლების დისტანციურ რეჟიმში ადაპტირება და განვითარების უწვეტობა, მეტიც გაფართოება და საერთაშორისო დისტანციური სკოლის დაფუძნება, ამ საკითხებზე „პროგრესის“დამფუძნებელს - ნინო ჩიკვაშვილს ვესაუბრეთ, რომელსაც ინტერვიუს სახით გთავაზობთ.



როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

მიუხედავად იმისა, რომ კერძო საგანმანათლებლო სექტორი პანდემიამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა, ჩვენ არ ვანელებთ ტემპს და მაქსიმალურად ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ აწმყოს და ადაპტირება გავუწიოთ მიმდინარე პროცესებს. ნებისმიერ ორგანიზაციაში არსებობს რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესი, რომლის უწყვეტობაც კომპანიის წარმატებას განაპირობებს. ჩვენს საგანმანათლებლო სექტორშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ პროგრესის ბრენდის 18 წლიანი უწყვეტი გამოცდილებაა. მინდა სიამაყით გავუსვა პროგრესის ახალ პროექტს ხაზი, რომელსაც საფუძველი და საძირკველი 16 ნოემბერს ქ. ბათუმში ჩაეყარა. 2021 წელს ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემია "პროგრესი" ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. აკადემია აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მაღალტექნოლოგიური აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, ლაბორატორიებითა და კაფეტერიებით. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს. პროგრესის აკადემიის მშენებლობას საფუძველი 16 ნოემბერს ჩაეყარა. Მშენებლობის დაწყებას ესწრებოდნენ „ანაგი განათლებას“, წარმომადგენლები, რომელთან ერთადაც ხორციელდება აღნიშნული პროექტი.


რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა და რას ურჩევდით სხვებს თქვენს მაგალითზე?

პანდემიურმა კრიზისმა მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახის მიღმა დარჩნენ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი გახდა მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესი შეგვენარჩუნებინა. გავხდით უფრო მეტად ავტონომიურები, კრიზისულ სიტუაციაში შევაფასეთ, როგორც სკოლის ისე მოსწავლის საჭიროებები, მოვახდინეთ რეაგირება, ადაპტირება და სასწავლო პროცესის პლათფორმა გავმართეთ სინქრონულად. რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე იყო, გაურკვევლობა, გარკვეული შიში, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მიზნად დავისახეთ, რომ პრობლემა გადაგვექცია პროექტად და შევქმენით სისტემატიზებული ხარისხიანი სასწავლო მასალა. შედეგმაც არ დააყოვნა და მყისიერად მივიღეთ მოსწავლეების აქტიური ჩართულობა, მშობელთა მხარდაჭერა და კმაყოფილება. რათქმაუნდა ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია, რაც შეიძლება სწარაფად აღდგეს სასწავლო პროცესი, გავიგოთ ბავშვების ჟრიამული დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, აღვადგინოთ ფიზიკური სწავლება და სიხალისე. მალე ვიხილოთ ყველა მოსწავლე ჯანმრთელი და თანასწორ პირობებში. მაგრამ, ამ ეტაპზე სწორედ ამ კრიზისულმა და ფორსმაჟორულმა გამოცდილებამ, დაგვანახა საჭიროება და მზაობა ონლაინ პლათფორმის შექმნისა, რომელიც ახალი სიტყვა იქნება ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში. გადავწყვიტეთ შევქმნათ დამამთავრებელი ეტაპის სკოლა - ონლაინ, რომლის მთავარი მესიჯია, ყოველგვარი ცვლილების გარეშე მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა მიიღონ ორმაგი დიპლომი საქართველოში, მოემზადნონ ეროვნული გამოცდებისათვის როგორც საქართველოში ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?

კოვიდ 19 ის ეპოქაში მსოფლიო დიდი კრიზისის და გამოწვევების წინაშე დადგა. თითქმის ერთ წლიანმა ცვლილებებმა და არასასურველმა ეკონომიკურმა ძვრებმა, გრძელვადიანმა თვითიზოლაციამ ბიზსნესს აიძულა ფორსმაჟორული და მყისიერი მოქმედებები, არამხოლოდ საგანმანათლებლო არამედ ნებისმიემრი სფეროს მიმარულებით. არასასურველად სავალდებულო ძირეულმა ცვლილებებმა ბიზნესის მეტ ნაკლებად ერთ სივრცულ პლათფორმაზე გაერთიანება განაპირობა. რა თქმა უნდა პანდემიიის პირობებში მოხდა ჩვენი სფეროს სიტუაციური ანალიზი და განვსაზღვრეთ რისი დატოვება თუ დაბრუნება იქნება ღირებული. ძირითადი აქცენტი მიმართული იქნება ტექნოლოგიური პროცესის არამხოლოდ დანერგვაზე, არამედ დანერგილის განვითარებაზე, როგორც აღსაზრდელებში ისე აკადემიური რესურსის მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და არ შეგვიჩერებია დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიცაა IB და Cambridge პროგრამების დანერგვა. ასევე აქტიურად ვანხორციელებთ მასწავლებლების კვალიფიკაციის გაღრმავებას ე.წ. PBL (Project/Problem-Based Learning) პროგრამით, რითაც გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი მნიშნელობა მივანიჭოთ მოსწავლეებზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც განსხვავდება სტანდარტული პირდაპირი მეთოდოლოგიისაგან. მისი საშალებით არამარტო ვაძლიერებთ გუნდურ მუშაობას, კომუნიკაციას, არამედ ვამძაფრებთ კრიტიკულ აზროვნებას და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას.


როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?

„ამერიკული სკოლა პროგრესი“ ისტორია 2002 წლიდან იწერება, ის ერთადერთი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომლის პირველი კამპუსი 2002 წელს დაფუძნდა ქ. ქუთაისში, შემდგომ კი თბილისსა და ბათუმში. ჩვენი სკოლა ლიდერი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც ამერიკული სტანდარტების განათლებას ნერგავს. მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ჩენი მთავარი მისიაა!!

ამერიკული სკოლა პროგრესს 2002 წლიდან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეთანხმებები აქვს მოპოვებული:

  • მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი სანდიეგოს ‘’Rolling Hills’–ის სკოლასთან (კალიფორნია.აშშ)

  • NAIS–ს წევრობა (დამოუკიდებელი სკოლების საერთაშორისო ასოციაცია)

  • ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ლაზარსკის ევროპული საერთასორისო უნივერსიტეტს საქართველოში (ვარშავა , პოლონეთი);

  • British Council –ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და პარტნიორი დასავლეთ საქართველოში

  • GOETHE-INSTITUT ის პარტნიორი

  • საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC–ის პარტნიორი

  • ამერიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ პროგრამა FLEX–სა და HMC–ში გამარჯვებულები;

  • სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა 2017 წელს მიღებული აკრედიტაცია სააკრედიტაციო სააგენტოს “AdvancED“-ის მიერ, რაც ნიშნავს იმას რომ „ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი ‘’ საქართველოში და ამიერკავკასიაში მეორე სკოლაა, რომელმაც მიიღო “AdvancED“ -ის ამერიკული აკრედიტაცია და უფლებამოსილია გასცეს როგორც ქართული ისე ამერიკული დიპლომი.

ჩვენი მთავარი მესიჯია - განათლების მაღალი დონე, ორმაგი დიპლომი, გარემო, სწავლების განსხვავებული ტაქტიკა და ნოვატორული მიდგომები. სკოლის დამთავრების შემდგომ კურსდამთავრებული საფუძვლიანად ფლობდეს იმ ცოდნას, რომელიც პასუხობს 21 – ე საუკუნის გამოწვევებს და სამომავლოდ ანიჭებდეს კონკურენტულ უპირატესობას.

Comentarios


bottom of page