top of page

უფასო დერმატოლოგიური კონსულტაციები და დერმატოსკოპიული გამოკვლევები ქალებისთვის

ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის “ და საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პარტნიორობით, ხუთშაბათს, 30 ივლისს, დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკაში, საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი - ქეთევან ხიშტოვანი უზრუნველყოფს უფასო დერმატოლოგიურ კონსულტაციებსა და დერმატოსკოპიულ გამოკვლევებს ქალებისთვის.

უფასო კონსულტაციის გარდა, თითოეული პაციენტს საჩუქრად გადაეცემა:

· საზაფხულო თავის მოვლის საშუალებები;

· ფასდაკლებები სხვადასხვა სახის ამბულატორიულ მომსახურებებზე;

· ფასდაკლების ვაუჩერები სხეულის კორექციის პროცედურებზე.

„საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია ქალების სიძლიერეზე, ჯანმრთელობასა და მათ წარმატებაზე ზრუნავს, სწორედ ამიტომ უფასო დერმატოლოგიურ გამოკვლევებს ერთობლივი ძალისხმევით, ფედერაციის პარტნიორობით ვანხორციელებთ. ამ აქციის მთავარი მიზანია, თითოეულ დაინტერესებულ ქალს მისცეს შესაძლებლობა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და ჩაიტაროს უფასო დერმატოლოგიური კონსულტაციები“ - განაცხადა ქეთევან ხიშტოვანმა

კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე - 032 2 40 28 28


コメント


bottom of page