top of page

ტუროპერატორები მთავრობას სამოქმედო გეგმას სთხოვენ

ტუროპერატორები მთავრობას სამოქმედო გეგმას სთხოვენ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. კერძო სექტორი ამბობს, რომ დღესაც კი არ არის ცხადი, როდიდან და რომელი ქვეყნებიდან შეძლებენ ისინი ტურისტების მიღებას. არადა მათი თქმით, მოთხოვნა იმ ქვეყნებიდან სადაც აქტიური ვაქცინაცია დაიწყო უკვე არის. ტუროპერტორთა ასოციაციამ თავად შეიმუშავა 7 პუნქტიანი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ტურისტული ჯგუფების მიღება ქვეყნებიდან. ეს გეგმა რა თქმა უნდა მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების შემუშავებას, რომელიც დაეგზავნებათ პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით.


„ქვეყანა არ არის მზად ტურიზმის სექტორის გახსნისთვის, ჩვენ არ გვაქვს სამოქმედო გეგმა, როდესაც ამ შეკითხვით მივმართეთ სახელმწიფოს, ტურიზმის ადმინისტრაციისგან მივიღეთ პასუხი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს ეპიდემიოლოგებთან. არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად ჩვენ ამ პროცესში არ ჩაგვრთეს, თითქოს ბედის ანაბარა ვართ მიტოვებულები“ - აცხადებს ია თაბაგარი - ტუროპერატორტა ასოციაციის პრეზიდენტი და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.





Comments


37M, I.Chavchavadze Ave.  Axis Towers,  Terminal Business Center,

Tbilisi, Georgia

             Mobile: +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Thanks for submitting!

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn
bottom of page