top of page

საქართველოში ბევრი კოვიდ თავისუფალი ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ტურისტებს

პანდემიის პირობებში შემომყვანი ტურისტული კომპანიების ამბითაც დავინტერესდით, თუ და რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი და ამაზე სასაუბროდ ბინზესლიდერთა ფედერაციის წევრი - ტურისტული კომპანია Georgian Holiday-ს დირექტორს - მანანა ცირამუას ვესაუბრეთ, რომელმაც სექტორის პანდემიური რისკები შეაფასა. მისი თქმით, ტურიზმის სფერო საზღვრების გახსნას ელოდება, რადგან თუ ეს კრიზისული პერიოდი კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, ხარჯების ოპტიმიზაციის მიუხედავად, ტურისტული კომპანიები დიდხანს ოპერირებას ვეღარ შეძლებენ.


გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ქ-ნ მანანასთან. როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

ზოგადად ტურიზმისთვის და ჩვენი ტიპის ორგანიზაციისთვის საზღვრების ჩაკეტვამ დიდი სირთულეები შექმნა, რადგან ჩვენ შემომავალ ტურიზმზე ვართ დამოკიდებულები და ასეთ ვითარებაში, ყველანაირი ფუნქცია დავკარგეთ. მარტიდან მოყოლებული, ბოლო 9 თვეა ბაზარზე ოპერირებას ვერ ვახერხებთ.


როგორი ვითარება გაქვთ თანამშრომლების დასაქმების კუთხით, შეძელით მათი შენარჩუნება?

არსებულ ვითარებაში ხარჯების ოპტიმიზაციას ვცდილობთ. მარტში 21 თანამშრომელი გვყავდა, ახლა 12 გვყავს, აქედან 5 ნახევარ განაკვეთზე მუშაობს და დანარჩენები დისტანციურად. ხელფასები შემცირებული გვაქვს. ჩვენთვის დიდი შეღავათი იყო, რომ სახელმწიფომ საშემოსავლოს გადახდის თვალსაზრისით შეღავათები დაგვიწესა და ბანკების 6 თვიანმა სესხების გადავადების პირობებმაც ხელი შეგვიწყო.


რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა ?

ჩვენ კონკრეტული გაიდლაინები გვჭირდება, ზოგადი რეკომენდაციები არ არის საკმარისი, თუ როგორ ვიმუშაოთ პანდემიის პირობებში. უნდა ვიცოდეთ, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა საზღვრების გახსნასთან მიმართებით, თუ პანდემიის დასრულებას ველოდებით და ამას ცოტა დრო არ დაჭირდება, თუ 2/3 წლით საზღვრები არ გაიხსნება, მაშინ ბიზნესს გადავაწყობთ! ჩვენ, მარტში რომ გვცოდნოდა, რომ მთელი ეს დრო ასე უმოქმედოდ ვიქნებოდით, მაშინვე სხვა გამოსავალს ვიპოვიდით, მაგრამ „2 კვირაში გაიხსნება, 2 დღეში გაიხსნება“ მოლოდინებმა ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. არასწორი მოლოდინების შექმნა, ბიზნესისთვის არის დამღუპველი. ჩვენი კომპანია შემომყვან ტურიზმზე მუშაობს. მოწოდება, რომ შიდა ტურიზმზე გადავიდეთ არასწორია, ეს სულ სხვა სეგმენტია, რომელზეც ბევრი ტურისტული კომპანია ოპერირებს. ჩვენს სეგმენტს რაც შეეხება, აუცილებელია გრძელვადიანი გაიდლაინები, რადგან როცა რამეს ვგეგმავთ, სანამ განვახორციელებთ იცვლება ეს რეკომენდაციები, რაც ტურიზმისთვის აბსოლიტურად შეუძლებელი თემაა, ჩვენ ესე ვერ ვმუშაობთ. პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, მინიმუმ 3 სახის რეკომენდაცია უნდა იყოს გაცემული, მძიმე ეპიდემიური სიტუაციის შესაბამისი, საშვალო და მსუბუქი, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით შევძლოთ ოპერირება.


როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?


გრძელვადიანი გეგმები, რაც გვქონდა ყველაფერი შეჩერდა. ჩვენთვის გამოსავალია, რომ ჩვენი კლიენტების დიდი ნაწილი ოჯახთან ერთად, კამერულად მოგზაურობს. ქირაობენ მანქანას და ერთი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, რაც ეპიდ სიტუაში საშიშროებას არ ქმნის.


ასევე ტურისტების უმრავლესობა დაცულ ტერიტორიებზე, ქოხის ტიპის სასტუმროებში დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, რაც ასევე არ არის დიდი რისკების შემცველი.


საქართველოში ბევრი კოვიდ თავისუფალი ადგილებია, რომელიც აუცილებლად უნდა ავითვისოთ და შევთავაზოთ ტურისტებს. ჩვენი კომპანია ყოველ წელს ამატებს უნიკალური და გამორჩეული ადგილების ნუსხას, ჩვენს შეთავაზებებს. ზოგადად, ჩვენი მომსახურება რეგულარულ რეჟიმში ოქტომბრის ბოლოს სრულდება და შემდეგი 4 თვე გაზაფხულისთვის სამზადისს ეთმობა. ახლაც ამ რეჟიმში ვართ, სხვადახვა პროდუქტებს ვამზადებთ, რომ საზღვრები თუ გაიხსნება, უფრო მაღალი ხარისხის, განახლებული, ტურისტზე ორიენტირებული მომსახურება შევთავაზოთ პოტენციურ კლიენტებს. ახლაც, პანდემიის პირობებში ახალი სერვისი დავნერგეთ, ონლაინ ტურები შევქმენით, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისზე, მაგრამ ვგეგმავთ, რომ ქუთაისი, ბათუმი და სხვა დიდი ქალაქები დავამატოთ. ეს პროექტი გიდებისთვისაც დიდი შეღავათია და ენთუზიაზმით ჩაერთვნენ, თუმცა ამ პროდუქტით კომპანიას და თანამშომლებს ვერ შევინარჩუნებთ.





ინტერვიუ: თამარ გურგენიძე


Comments


bottom of page