საქართველოს სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის ქალთა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლობა ესტუმრა

2019 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის ქალთა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლობა ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, ბიზნეს ასოციაციის წევრები ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" წევრებს შეხვდნენ. B2B შეხვედრის ფარგლებში მხარეები უკეთ გაეცნენ ორი ქვეყნის ბიზნეს ასოციაციების საქმიანობას და მიზნებს, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ქალი მეწარმეების წინაშე დღესდღეობით არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.