top of page

პანდემიის შემდეგ გარკვეული სახის პროგრამებს ონლაინ პლათფორმაზე დავტოვებთ

Updated: Nov 24, 2020

პანდემიის პირობებში როგორ მუშაობს ქოუჩინგის სფერო, რამდენად შეეხო მათ არსებული გამოწვევები და როგორ შეძლეს ონლაინ ფორმატში საქმიანობის გაგრძელება ამ და სხვა საკითხებზე, პირველი ქოუჩინგის კომპანიას საქართველოში „გროუინის“ კომერციულ დირექტორს - მარიამ ბერიძეს ვესაუბრეთ, რომელსაც ვრცელი ინტერვიუს სახით გთავაზობთ.



როგორია „გროუინის“ მიმდინარე გამოწვევები პანდემიისპირობებში და როგორუმკლავდებით მათ?


პანდემიამ, ყველა სფერო და მათ შორის ჩვენი კომპანიაც სრულიად ახალი რეალობის და გამოწვევების წინაშე დააყენა. საწყის ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და შეზღუდვების გამო, შეუძლებელი იყო ტრენინგები დახურულ სივრცეში გაგვეგრძელებინა. თუმცა დრო არ დავკარგეთ და ვეცადეთ, სწრაფად გადავსულიყავით ონლაინ პლათფორმაზე. მართალია, მუშაობის ფორმატი შეიცვალა, მაგრამ ხარისხი იგივე დარჩა და სწორედ ეს დაგვეხმარა გავმკლავებოდით არსებულ მდგომარეობას და მუშაობა ახალ რეალობაში გაგვეგრძელებინა. მას შემდეგ, რაც რეგულაციების თანახმად საშუალება მოგვეცა ტრენინგები და შეხვედრები “გროუინის” ოფისში ჩაგვეტარებინა, არსებული კრიზისული სიტუაციის მიუხედავად დავგეგმეთ არა ერთი აქტივობა, ამის მთავარი მიზეზი ვფიქრობ, კომპანიების სრული მზადყოფნა იყო, თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად შეექმნათ ისეთი პირობები, რაც ემოციურად მარტივად გადაალახინებდათ ამ არაორდინალურ პერიოდს. მოხარულები ვართ, რომ დღეს ბევრი მენეჯერი ითვალისწინებს, როგორც ბიზნესის, ასევე თანამშრომლების პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობას და მიუხედავად ამ სირთულეებისა არ წყვეტენ განვითარების და სწავლის პროცესს.


ბოლო პერიოდში, ინფიცირებულების მატებამ ისევ დაგვაბრუნა კომპიუტერებთან, თუმცა, ამჯერად ბევრად უფრო მომზადებულები ვართ და კლიენტებს ნებისმიერი სიტუაციისთვის მორგებულ, ჰიბრიდულ მიდგომას ვთავაზობთ.


რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში covid-19-მა გამოიწვია?


კოვიდ 19-ის შედეგად, დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ნებისმიერი ფორმატით მუშაობისას შევინარჩუნოთ ის ხარისხი და შედეგები, რაც ყოველთვის გამოარჩევდა „გროუინის“ პროგრამებს. მარტივი არ არის, როდესაც წლების განმავლობაში მჭირდო კავშირი და პირისპირ კომუნიკაცია გაქვს ხალხთან, ატარებ ტრენინგებს, მუშაობ კომპანიებთან ერთად მათ მიზნებზე, ასე მალე შეცვალო და გადააწყო მთელი ეს პროცესი ონლაინ სივრცეში. ჩვენი კლიენტებისთვისაც არ იყო მარტივი თუმცა, ადაპტაციის სურვილმა და მცდელობამ გაამართლა და თან იმდენად, რომ ახლა ვფიქრობთ, პანდემიის შემდეგაც დავტოვებთ გარკვეული სახის პროგრამებს ონალინ პლათფორმაზე. ამ სტილით მუშაობამ, ყველაზე ძვირფასი რესურსი, დრო დაგვიზოგა რაც აუცილებლად გამოსაყენებელია. საკუთარი გამოცდილებით, მინდა ვურჩიო კომპანიებს, რომ არ გაჩერდნენ, ის დაბრკოლებები რაც გვხდება უფრო მეტად გვაძლიერებენ და გვაძლევენ შესაძლებლობას მეტი გამოცდილება დაგავგროვოთ. მაქსიმალურად გამოიყენონ ის გათავისუფლებული დრო რომელიც ახლა აღმოაჩნდათ და იფიქროთ თვითგანვითარებაზე. ყველაზე საშიში ასეთ სიტუაციებში შიშია, რომელიც გვიბლოკავს აზროვნების უნარს და ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს ეფექტურობაზე. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება პოზიტიური განწყობით შევხდეთ ახალ რეალობას, საწყის ეტაპზე მარტივი არ იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოიღებს შედეგს.


როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?


კოვიდმა უკვე ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ყოველდღიურობაში და მისი დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება იმისათვის, რომ თავისუფლად დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, თუმცა მჯერა, რომ ამასაც ღირსეულად გადავიტანთ. რაც შეეხება ჩვენს სფეროს, დინამიკა უკვე გვიჩვენებს, რომ მეტი ადამიანი ინტერესდება ქოუჩინგით, რადგან სწორედ მისი სწორი გამოყენება გვაძლევს საშუალებას გავაფართოვოთ ჩვენი აზროვნება, მოკლე დროში მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, ვაკონტროლოთ ემოციური მდგომარეობა, გვქონდეს ძალა ყველაზე რთული გამოწვევები გამოცდილებად ვაქციოთ და უნარი ვისწავლოთ შეცდომებზე.


როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?


„გროუინი“ პირველი ქოუჩინგის კომპანიაა საქართველოში, ჩვენ 2015 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქოუჩინგური ტექნიკების დანერგვაში. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ვაგრძელებთ ქოუჩინგის დანერგვას ორგანიზაციებში და ადამიანებს ვეხმარებით, საკუთარ თავში აღმოაჩინონ განვითარების პოტენციალი და რესურსი და ეფექტურად გამოიყენონ ის. შესაძლებლობები უსაზღვროა, უბრალოდ ეს უნდა დაიჯერონ ადამიანება და ჩვენ მათ სწორედ ამაში ვეხმარებით.


როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?


საინტერესო სიახლეები გვაქვს, ახალ პროგრამებს ვგევმავთ, რომელსაც უახლოეს მომავალში შევთავაზებთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რითაც ლიდერებისა და ორგანიზაციების ტრანსფორმაციაში წვლილის შეტანას გავაგრძელებთ. დიდი იმედი მაქვს პანდემია მალე დასრულდება და ახალი ძალებით და ენთუზიაზმით მოკლე დროში შევძლებთ გავხდეთ იმაზე მეტად ძლიერები და წარმატებულები ვიდე კოვიდ 19-მდე ვიყავით.


ინტერვიუ: თამარ გურგენიძე


Comments


bottom of page