top of page

„თბილისი ჰილსმა“ ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრებს უმასპინძლა

2019 წლის 23 მარტს, გოლფის ქალაქმა და საცხოვრებელმა კომპლექსმა „თბილისი ჰილსმა“ ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრების მიღებას უმასპინძლა.

თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში გამართულ ღონისძიებაზე ფედერაციის წევრები გაეცნენ „თბილისი ჰილსის” გოლფის მოედანსა და რეზიდენციებს, რომელიც, თავისი არსით, უნიკალური, ინოვაციური და მასშტაბური პროექტია და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია. წევრებმა დაათვალიერეს საქართველოში ერთადერთი პროფესიული გოლფის მოედანი, რომელიც 18 ფოსოიანია, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მზადაა, უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.

სტუმრები კომპლექსის შთამბეჭდავი ხედების დათვალიერებით და განუმეორებელი ლანდშაფტით აღფრთოვანებულები დარჩნენ, მათ ასევე მოინახულეს არსებული და ასაშენებელი რეზიდენციები.

ღონისძიება საგანგებოდ ფედერაციის წევრებისათვის ინსტრუქტორის მიერ ჩატარებული გოლფის გაკვეთილით დასრულდა, სადაც მათ შვილებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს.








Comments


37M, I.Chavchavadze Ave.  Axis Towers,  Terminal Business Center,

Tbilisi, Georgia

             Mobile: +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Thanks for submitting!

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn
bottom of page