ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი კომპანია „დინა“, რომელიც სამშენებლო პროდუქციას აწარმოებს, პანდემიის პერიოდში რეგულაციების სრული დაცვით აგრძლებს საქმიანობას, მაგრამ, როგორც ყველა საწარმოს, ასევე „დინას“ პროდუქციის რენტაბელობა მძიმე კრიზისის ფონზე განვითარებულმა ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დააზარალა, რაც ამ ეტაპზე კომპანიის განვითარების პრესპექტივებს თავისთავად აფერხებს.
საწარმოში არსებულ ვითარებაზე, პანდემიურ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე “დინას“ გენერალურ დირექტორს, ნათია თოდუას ვესაუბრეთ, რომელსაც ინტერვიუს სახით გთავაზობთ

როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?
ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია კომპანიის თანამშრომლებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შეთავაზება და სათანადო პირობების ორგანიზება მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საწარმოში დასაქმებულია 60-მდე თანამშრომელი და ჰექტრამდე ტერიტორია უჭირავს, რომელზეც განთავსებულია როგორც დახურული, ასევე ღია საამქროები. თითოეულის მინიმალური ფართი 300 კვადრატია და თითოეულში მაქსიმუმ 5 ადამიანი საქმიანობს, რომელთა შორის დისტანცია ბევრად აღემატება 2 მეტრს.
როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად?
კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირებისთანავე თებერვლიდან, საწარმოში სრულადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები: საწარმოში გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია; შეკვეთებს ვიღებთ დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით; თამამშრომლების ნაწილი, ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონენი, გადაყვანილნი არიან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე; შემოსვლისას მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასთან ერთად, მიმდინარეობს ტერიტორიის და საამქროების დეზინფექცია სანიტარული სამსახურის მიერ ყოველ კვირას, ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში განთავსებულია დეზობარიერი; მოწესრიგებულია და რეგულარულად დეზინფიცირდება სანიტარული კვანძები, როგორც ადმინისტრაციული შენობის თითორულ ოთახში, ასევე თითოეულ საამქროში განთავსებულია დოზატორი სადეზინფექციო სითხით, თანამშრომლები ინსტრუქტირებული არიან უსაფრთხოების ნორმების, მათ შორის ურთიერთ დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით, და სრულად არიან ეკიპირებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღბებით, დამცავი ფარებით და ხელთათმანებით; კერძო სატრანსპირტო საშუალების არმქონე თანამშრომლები კოვიდ პანდემიის არც ერთ ეტაპზე არ სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მათი ტრანსპორტირების ორგანიზება ხდებოდა კომპანიის შიდა ტრანსპორტით.
თანამშრომლების ოჯახის წევრებს შორისაც კი კოვიდ კონტაქტის გამოვლენის ან თუნდაც სუბფებრილური ტემპერატურის დაფიქსირებისთანავე ვახდენთ თანამშრომლის ერთკვირიან იზოლაციაში გადაყვანას და შემდეგ მისთვის და ოჯახის წევრებისათვის ტესტირების უზრუნველყოფას. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლინდა მხოლიდ 3 კოვიდ დადებითი თანამშრომელი, რომელთა ოჯახის წევრებთან შეინიშნა ტემპერატურა და მათთან სიმპტომების გამოვლენის პერიოდისათვის ისინი უკვე იზოლაციაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, საბედნიეროდ არ დაფიქსირებულა შიდა გადაცემის არც ერთი შემთხვევა.
რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა ?
ვინაიდან ვაწარმოებთ სპეციფიურ პროდუქციას და ვემსახურებით ორგანიზაციებს, რომლებიც კვლავაც რჩებიან ჩვენი პრიდუქციის მომხმარებლები, ჯერ-ჯერობით დაკვეთებთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგვქმნია და ვინარჩუნებთ ნიშნულს, სადაც შეგვიძლია მათთვის სახელფასო ვალდებულებების შეუფერხებელი ორგანიზება, მაგრამ, როგორც ყველა საწარმოს, ჩვენი პროდუქციის რენტაბელობა მძიმე კრიზისის ფონზე განვითარებულმა ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დააზარალა, რაც ამ ეტაპზე კომპანიის განვითარების პრესპექტივებს თავისთავად აფერხებს.
როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?
კოვიდ-19 ის ეპოქაში გამოვლინდა ონლაინ პლატფორმების და სერვისების სრულყოფის და უფრო უკეთესი ორგანიზების აუცილებლობა, რაც ვფიქრობ ნებისმიერ სფეროში ასათვისებელი და უკეთესად დასაორგანიზებელია. ასევე გამოიკვეთა სოციალური დისტანციის სამწუხარო, მაგრამ მეტად საჭირო და სავალდებულო აუცილებლობა, რაც ხშირად ჩვენს ახლობლებზე ზრუნვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად გვევლინება და თვალნათვლივ გვიჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის როლი ერთმანეთისა და ქვეყნის წინაშე.

Comments