top of page

დერმატოლოგიური კონსულტაციები და დერმატოსკოპიული გამოკვლევები ქალებისთვის

30 ივნისს, ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის “ და საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პარტნიორობით, დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა - ქეთევან ხიშტოვანმა ქალებისთვის უფასო დერმატოლოგიური კონსულტაციები და დერმატოსკოპიული გამოკვლევები ჩაატარა. აღნიშნული სერვისით, 30-მდე ქალმა ისარგებლა. უფასო კონსულტაციის გარდა, თითოეული პაციენტს საჩუქრად გადაეცა:

  • საზაფხულო თავის მოვლის საშუალებები;

  • ფასდაკლებები სხვადასხვა სახის ამბულატორიულ მომსახურებებზე;

  • ფასდაკლების ვაუჩერები სხეულის კორექციის პროცედურებზე.

„საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია ქალების სიძლიერეზე, ჯანმრთელობასა და მათ წარმატებაზე ზრუნავს, სწორედ ამიტომ უფასო დერმატოლოგიური გამოკვლევები ერთობლივი ძალისხმევით, ფედერაციის პარტნიორობით განვახორციელეთ. ამ აქციის მთავარი მიზანი გახლდათ, რომ თითოეულ დაინტერესებულ ქალს ჰქონოდა შესაძლებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა და უფასო დერმატოლოგიური კონსულტაციები ჩაეტარებინა“ - განაცხადა ქეთევან ხიშტოვანმა




コメント


37M, I.Chavchavadze Ave.  Axis Towers,  Terminal Business Center,

Tbilisi, Georgia

             Mobile: +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Thanks for submitting!

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn
bottom of page