top of page

„დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“

Updated: May 22, 2020

„დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისათვის“ ინიციატივა კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. კერძო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოთამაშე შეიძლება გახდეს, რომელიც შეძლებს დააჩქაროს ქალების გაძლიერება და დაძლიოს გენდერული უთანასწორობა როგორც სამუშაო ბაზარზე, ასევე ეკონომიკასა და ზოგადად საზოგადოებაში. აღნიშნული ინიციატივა ეხმიანება 2015 წელს გაეროს სამიტზე მსოფლიო ლიდერების მიერ მიღებულ „სამოქმედო გეგმას ადამიანების, პლანეტისა და კეთილდღეობის შესახებ“, რომლის მნიშვნელოვან კომპონენტს ქალების გაძლიერება წარმოადგენს.

ინიციატივაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისათვის“ ერთ-ერთ პანელისტად მიწვეული იქნა ჩვენი დამფუძნებელი საბჭოს წევრი, ასევე „ლეტერატოს“ დამფუძნებელი და დირექტორი თამარ რაზმაძე, რომელმაც ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ქალების კონკურენტუნარიანობის ზრდის, კერძო სექტორში მართვის სისტემების გაძლიერების და ქვეყნის დონეზე მენტალური ცვლილებებისა და სტერეოტიპების მსხვრევის აუცილებლობის ჭრილში ისაუბრა.





Comments


37M, I.Chavchavadze Ave.  Axis Towers,  Terminal Business Center,

Tbilisi, Georgia

             Mobile: +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Thanks for submitting!

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn
bottom of page