top of page

გალა 2018

2018 წლის 28 დეკემბერს, ბიზნესლიდერთა ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება და საახალწლო გალა ვახშამი გამართა.


საღამო მუსიკალურად გააფორმა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და საგანგებოდ მოწვეულმა სტუმარმა, მსოფლიოში აღიარებულმა მუსიკოსმა მარიო სტეფანო პიეტროდარკმა.


ღონისძიების ფარგლებში შედგა ეკატერინე ჭავჭავაძის ჯილდოს წარდგენისა და გადაცემის პირველი ნომინალური ცერემონიალი. წარმატებულ ბიზნესლიდერ ქალებს ჯილდო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო კობახიძემ გადასცეს.


ეკატერინე ჭავჭავაძის ჯილდო გადაეცათ კომპანია „ასორტის“ თანადამფუძნებელს ნატო ცომაიას, დიზაინის სტუდია „რუმსის“ დამფუძნებლებს - ნატა ჯანბერიძეს, ქეთი თოლორაიასა და კომპანია შპს “დოქტორ როჯერ სერვის მენეჯმენტსის“ დამფუძნებელს, ირინა ჭელიძეს.


ეკატერინე ჭავჭავაძის ჯილდოს დაარსების ინიციატივა თავისთავად უნიკალურია და ეკუთვნის ფედერაციას „ქალები მომავლისთვის“, საიუველირო ქარხანა „ზარაფხანასთან“ თანამშრომლობით.


მომავალი წლიდან, ჯილდოზე საორგანიზაციო მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება და გადაეცემათ წარმატებულ ქალებს სხვადასხვა ნომინაციაში, რომელიც წინასწარ გამოცხადდება, მათ შორის: ეკონომიკურ და ბიზნეს საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის და ასევე ნომინაციაში ქალი და ინოვაცია;


ეკატერინე ჭავჭავაძის ჯილდო იმ ქალების შრომის სათანადო დაფასებაა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის ეკონომიკის, კულტურის, ეკონომიკური დიპლომატიისა და ზოგადად მეცნიერების განვითარებაში; ისინი საკუთარი მაგალითით ამკვიდრებენ მისაბაძ ტრადიციას.


აღსანიშნავია, რომ წლის შემაჯამებელი ღონისძიების და დაჯილდოების პირველი ცერემონიალის პარტნიორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA Georgia).





Comments


bottom of page