„ქალთა მეგობრობის დელეგაციის" ჯილდო

Updated: May 19, 2020

2018 წლის 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქეთლინ სმიტმა ბიზნესლიდერთა ფედერაციას „ქალები მომავლისთვის“ გამოსამშვიდობებელ ვახშამზე „ქალთა მეგობრობის დელეგაცია“-ს ჯილდო გადაეცა.

„ქალთა მეგობრობის დელეგაცია“ - აპოლიტიკური ორგანიზაციაა - რომლის მთავარი მიზანია, ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში ხელი შეუწყოს ამერიკელი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალების დამეგობრებასა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ლიდერ ქალებს შორის იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

სხვადასხვა დროს, დელეგატებს პატივი ჰქონდათ, შეხვედროდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ისტორიულად ცნობილ და გავლენიან ლიდერ ქალებს, მათ შორის - ინდოეთის პრემიერ მინისტრს ინდირა განდის, ისრაელის პრემიერ მინისტრს გოლდა მეირს, დედა ტერეზას, აშშ-ის, ეგვიპტის, სირიის, მონღოლეთის, ირანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველ ქალბატონებსა და ბუტანისა და ქუვეითის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს.

ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით „ქალთა მეგობრობის დელეგაცია“ მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, სწორედ ამ ორგანიზაციამ დააარსა ჯილდო „The Mary Pomeroy Award“ მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის - მერი პომეროის საპატივცემულოდ, რომელიც 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ზრუნავდა ორგანიზაციის ზრდა-განვითარებაზე. ჯილდო ემსახურება ქალთა გაძლიერებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში გაწეულ ღვაწლს. The Mary Pomeroy Award გულისხმობს, ასევე, ფულად ჯილდოს იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც თანხვედრაშია დელეგაციის მისიასა და ხედვასთან. ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში, დელეგაციის წევრები ყოველ ქვეყანაში მათ მიერ შერჩეულ სხვადასხვა ორგანიზაციას გადასცემენ აღნიშნულ ჯილდოს.