top of page

ბიზნესლიდერთა ფედერაციამ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვებინარების სერია დაიწყო

2020 წლის 12 ივნისს, ბიზნესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვებინარების სერია “პასუხისმგებლიანი ბიზნესი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” დაიწყო.

აღნიშნული ვებინარების მიზანია მსოფლიო კრიზისულ პერიოდში ქალ ბიზნესლიდერთა პიროვნული და საქმიანობის განვითარების წახალისება და ხელშეწყობა.

ფედერაციაში 70-მდე წარმატებული ბიზნესლიდერი ქალია გაერთიანებული, რომლებიც თავიანთი კომპანიების მაგალითზე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნლებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ჩაატარებენ სხვადასხვა სახის შეხვედრებს, ვორქშოფებს, ქოუჩინგს, ტრენინგს ისეთ თემებზე, როგორიცაა „კრიზისის მართვა“, „შრომის ინსპექცია და რეგულაციები“, „მოლაპარაკების უნარები“, „ლიდერობა“, “ქოუჩინგი” და ა. შ.

ვებინარები ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და დაახლოებით 30 სხვადასხვა თემას და საკითხს მოიცავს.




Comments


37M, I.Chavchavadze Ave.  Axis Towers,  Terminal Business Center,

Tbilisi, Georgia

             Mobile: +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Thanks for submitting!

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn
bottom of page