top of page

ბიზნესლიდერთა ფედერაციამ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვებინარების სერია დაასრულა

ბიზნესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვებინარების სერია ,,ქალი & ბიზნესი” დაასრულა.

ვებინარების მთავარი მიზანი იყო მსოფლიო კრიზისულ პერიოდში ქალ ბიზნესლიდერთა პიროვნული და საქმიანობის განვითარების წახალისება და ხელშეწყობა.

22-მა წარმატებულმა ბიზნესლიდერმა ქალმა თავიანთი კომპანიების მაგალითზე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა თემაზე გაუზიარა.

შედეგად:

· გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები მცირე და საშუალო მეწარმე ან/და ბიზნეს ლიდერთა შორის, მათ შორის გაიზარდა ერთმანეთისთვის უსასყიდლოდ სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება;

· ვებინარების სერიამ პოზიტიურად შეცვალა მონაწილეთა შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე, რაც ნათლად ჩანს მიღებულ უკუკავშირში;

· დაიგეგმა სამომავლო პარტნიორული ურთიერთობები ქალ მეწარმეთა გასაძლიერებლად, როგორიცაა მენტორინგი, ქოუჩინგი, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები.

ვებინარები განხორციელდა ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” მიერ, პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხადაჭერით.



コメント


37M, I.Chavchavadze Ave.  Axis Towers,  Terminal Business Center,

Tbilisi, Georgia

             Mobile: +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Thanks for submitting!

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn
bottom of page