top of page

„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - 2019“

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველომ და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციამ "ქალები მომავლისთვის" კონკურსს "ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის" გახსნის ცერემონიას უმასპინძლეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ ჯილდოს "ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის", რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზებას. კონკურსის გახსნის ცერემონიაზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ იდელმანმა, ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა თეა გოგუაძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გენდერისა და სოციალური საკითხების ინტეგრირების დირექტორმა ქეთი მამინაიშვილმა ბიზნესში ქალის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრეებს კონკურსის პირობები გააცნეს.





תגובות


bottom of page