2019 წლის 10 დეკემბერს, ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” წევრმა კომპანიამ - “ალბიუსმა” ფედერაციის წევრების დახურულ შეხვედრას უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ როგორც ფედერაციაში მიმდინარე ცვლილებებს და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებს, ასევე ახალ წევრ კომპანიებს “ალბიუსს” და “ოქსიჯენ პლუსს” და მათ წარმომადგენლებს.



