ალბიუსი ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მფლობელი გახდა

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსისთვის სიახლეების და მენეჯმენტის გაუმჯობესების წელი აღმოჩნდა - საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიებთან ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორების ნდობა მოიპოვა.



„ერთწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, კლინიკა ალბიუსი ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მფლობელი გახდა და ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი პაციენტების ნდობას ჩვენს მიმართ კიდევ უფრო აამაღლებს. უკვე წლებია, რაც კლინიკაში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიებით, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით დიაგნოსტიკის და მკურნალობის უახლესი მეთოდებით ვმუშაობთ, უახლესი სტანდარტების შემუშავებაში კი ევროპის და ამერიკის სამედიცინო სკოლებთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობა გვეხმარება; თუმცა წარმატებული კლინიკური საქმიანობისთვის, მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პაციენტებისთვის უფრო დახვეწილი სერვისის მიწოდების მიზნით, გადაწყვეტილება მივიღეთ, მენეჯმენტის პროცესიც კიდევ უფრო დაგვეხვეწა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით, მართვის ახალ სტანტარდებზე გადავედით. შემუშავდა ახალი მიდგომები, რომელიც შეეხო შრომით ურთიერთობებს, შიდა აუდიტის სისტემას, ინფექციების კონტროლს, შრომის უსაფრთხოებას, ბიზნეს-პროცესების მართვას, მარკეტინგულ კვლევებს და კიდევ ბევრ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხს. ეს ყოველივე კი - სერვისის მიწოდების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, ხარისხი კი არის ზუსტად ის გარანტი, რაც ჩვენი და ჩვენი პაციენტების კეთილდღეობას განაპირობებს. ფაქტია, რომ როცა აკმაყოფილებ ხარისხის, უსაფრთხოების და მკურნალობის ეფექტურობის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას, ეს უკვე ნიშნავს, რომ პაციენტის ნდობას იმსახურებ.

სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“ ერთი დიდი, შეკრული და მეგობრული ოჯახია და ამ საერთაშორისო აღიარებაში თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა.

საოცარი დამთხვევა მოხდა, 2016 წლის 18 დეკემბერს ალბიუსს ახალი ბრენდის მეტად საპატიო ჯილდო გადაეცა, 2020 წლის 18 დეკემბერს კი ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მფლობელი გახდა.

ალბიუსის გუნდი სიახლეების დანერგვას მომავალ წელსაც, გეგმიურად გააგრძელებს, მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციის სერტიფიკატი კი - შემდგომი განვითარების უფრო უკეთეს პერპექტივებს გვისახავს“ - ქეთევან გოგილაშვილი სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" დამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი, ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ-ს პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი




34/36 Abashidze, 0179, Tbilisi, Georgia               +995 595 803 333

www.w4t.online          info@w4t.online

Get In Touch

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.

  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
  • LinkedIn