მისია და ხედვა

ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია  "ქალები მომავლისთვის“  ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გასაძლიერებლად იბრძვის ქალ ბიზნესლიდერთა ავტორიზებული ქსელის ჩამოყალიბებითა და მის წევრებს შორის აქტიური თანამშრომლობის  გზით.ჩვენ ამას ვახორციელებთ შემდეგი მეთოდებით:

  • ქალ მეწარმეთათვის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთათვის განათლების, განვითარების და სწავლების უზრუნველყოფა ხელმძღვანელობის ყველა დონეზე

  • თანაბარი შესაძლებლობების, ეფექტური ჩართულობის და ქალ ლიდერთა ბიზნესში დაწინაურების  მხარდაჭერა

  •  რეგიონში ქალ ბიზნესლიდერთა საქმიანობის და მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობა

  • იდეის „ქალები ბიზნესლიდერებად“ მხარდაჭერა და ბიზნესისადმი ინოვაციური მიდგომის განვითარება

ღირებულებები

  • თანასწორობის უფლება

  • თითოეული ინდივიდის პოტენციალი

  • წარმატების მიღწევა ერთობლივი ძალისხმევით

  • უკეთესი და უფრო წარმატებული საზოგადოების შექმნა ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით

  • ინოვაციების და ახალი ინიციატივების მხარდაჭერა ეკონომიკური განვითარებისთვის

მიზნები

  • იდეის „ქალები ბიზნესლიდერებად“  ხელშეწყობა

  • ეფექტური პლატფორმის შექმნა თანამშრომლობისთვის და საქმიანი შეხვედრებისთვის 

  • ქალ ბიზნესლიდერთა მხარდაჭერა რეგიონში

  • ინოვაციური ბიზნეს ინიციატივების ხელშეწყობა

  • ქალ ბიზნესლიდერთა განვითარების და წინსვლის ხელშეწყობა და მათი პროფესიული მიზნების მხარდაჭერა

ადვოკატირება

ჩვენ უზრუნველვყოფთ ეფექტურ ადვოკატირებას და კომუნიკაციას შესაბამის სუბიექტებთან. ერთად ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ქალთა

როლი ბიზნესში ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ბარიერების მოხსნის გზით.

ჩვენ ამას ვახორციელებთ შემდეგი მეთოდებით:

  • ქალ ბიზნესლიდერთა ჩართულობის გაზრდა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში

  • პრაქტიკული შემოთავაზებების და ინოვაციური ინიციატივების ადვოკატირება

  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა

  • პარტნიორების და მხარდამჭერების მოზიდვა მთელი მსოფლიოდან

ინოვაცია

მხარს ვუჭერთ ინიციატივებს ქალ  ბიზნეს ლიდერთა მხრიდან.  ფედერაცია ხელს უწყობს ინოვაციურ ბიზნეს ინიციატივებს და თავისი წვლილი შეაქვს ბიზნესის დაწყების წახალისებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ მეწარმეობას, ქალთა სოციალურ ჩართულობას და პროფესიულ ზრდას.

ამას ვახორციელებთ შემდეგი მეთოდებით:

  • ქალთა ინოვაციური ბიზნეს იდეების ხელშეწყობა

  • დახმარება ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებაში ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელებისთვის  

  • ქალ ბიზნეს ლიდერთა დაკავშირება მათი ინტერესების შესაბამისად

  • დახმარება საერთაშორისო ბიზნეს გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობაში

  • კვლევისა და ანალიზის უზრუნველყოფა

"ქალები მომავლისთვის"

ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია

მისამართი

ი. აბაშიძის ქუჩა 34/36

0179, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2 900 832
მობ: +995 514 224 424
www.w4t.online
ელ.ფოსტა: info@w4t.online

მიიღე ინფორმაცია ფედერაციის აქტივობებზე
  • Grey Facebook Icon
  • Grey Twitter Icon
  • Grey LinkedIn Icon
  • Grey Instagram Icon
  • Grey YouTube Icon

Copyright © 2020 "Women for Tomorrow" Business Leaders' Federation - All Rights Reserved.