top of page

ხელმძღვანელობა

ნინო კობახიძე 

საბჭოს  თავმჯდომარე

კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ნინო ასევე გახლავთ კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პარტნიორი და გენერალური დირექტორი. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ ამერიკული სადაზღვევო კომპანიის (საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი Global Benefits Group) პარტნიორი ფილიალია საქართველოში.


2014 წლიდან, ნინო კობახიძეს ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა. მის სხვადასხვაგვარ ინიციატივებსა და მიღწევებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ადმინისტრაციული დეპარტამენტის რესტრუქტურიზაციის რეფორმა, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის მეთოდური გააქტიურება, სოლიდარობის ფონდის დაარსება და სხვა სტუდენტებთან დაკავშირებული სოციალური პროექტები.


ნინო კობახიძის სახელი ასევე დაკავშირებულია საქართველოში მსოფლიოში მესამე უმსხვილესი საკონსულტაციო, საბროკერო და რისკების შემფასებელი კომპანია Willis Towers Watson- ის შემოსვლასთან. 2011 წლიდან, ნინო კობახიძე აღნიშნული საბროკერო ჯგუფის  პარტნიორებს შორისაა.
ნინო კობახიძე მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. იგი მაგისტრის ხარისხის მფლობელია სამართალში, ბიზნეს ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში.

გლობალური ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ „ეისითი“- ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.  
2015 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანია "გროუინი." 
ბიზნეს საქმიანობის პარალელურად, თინათინ რუხაძე 2006 წლიდან მიკროსაფინანსო კომპანია "ლაზიკა კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში გახდა კომპანიის  საბჭოს თავმჯდომარე.
თინათინ რუხაძე პროფესიონალი მენეჯერია, 20 წლიანი გამოცდილებით. იგი  ფსიქოლოგი და ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩია. 
იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ზოგად ფსიქოლოგიაში.  
იგი რამდენიმე წარმატებული პროგრამის ავტორია პიროვნული განვითარების, მოტივაციისა და ლიდერობის სფეროში.
გარდა ამისა, წლების განმავლობაში  მან გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. 
2007 წლიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლში, საერთაშორისო ბიზნესის სკოლაში (ISB), საქართველოს უნივერსიტეტში (Georgian University) და CAC (Caucasus Academic Center). 

თინათინ რუხაძე

საბჭოს წევრი

ირმა დაუშვილი

საბჭოს წევრი

 

 

 

 

კომპანია Dio-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. 1996 წელს, ირმა დაუშვილმა დააარსა ცნობილი დასასვენებელი კომპლექსი ნუნისი.

ირმა დაუშვილი არის სამმხრივი კომისია - მთავრობა, დამსაქმებლები, პროფესიული კავშირების - პროფესიული განათლების კომისიის წევრი, ასევე, დამსაქმებელთა ასოციაციის საბჭოს წევრი. 

სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგში.

ირმა დაუშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის ბაკალავრი და შელფილდის უნივერსიტეტის მაგისტრი.

თამარ ყაჭაშვილი

საბჭოს წევრი

 

მეცხოველეობის სფეროში ლიდერი კომპანია - ,,კავკასიის გენეტიკის“ და აგროტურიზმის კომპანია- ,,FIDA Georgia”-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

,კავკასიის გენეტიკის’’ სახელს უკავშირდება მეცხოველეობის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა საქართველოში და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

თამარ ყაჭაშვილს  მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბიზნესის მართვასა და მენეჯმენტში.

ბიზნეს საქმიანობის პარალელურად, თამარი აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო სფეროში.კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლებში და ამავდროულად არის ბიზნეს, კარიერული და პერსონალური განვითარების კონსულტანტი და ქოუჩი.

თამარ ყაჭაშვილი არის ეკონომიკური გეოგრაფიის მაგისტრი. Ph.D. კანდიდატი აგრარულ მეცნიერებებში. ასევე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (PCC) სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი.

სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს საკვალიფიკაციო კურსები აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აგრო საწარმოების მართვასა და ეკონომიკაში, სტრატეგიულ მენეჯმენტში, ფინანსებში და სხვ.

2017 წელს შერჩეულ იქნა ბონის უნივერსიტეტის Right Livelihood College (RLC)-ის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, პროექტის ‘’გლობალური მდგრადი სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ ფარგლებში. 

ნინო ჯიბლაძე

საბჭოს წევრი

 

 

 

2017 წლიდან ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი. 2011 წლიდან ნინო არის, ასევე, გალფის მარკეტინგის დეპარტამენტის მმართველი და ვიცე პრეზიდენტი.

მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, რომელიც მოიცავს საჯარო სექტორში, ორგანიზაციებსადა კერძო ბიზნესში მუშაობას მენეჯერულ პოზიციებზე.

სხვადასხვა დროს ნინო მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს ლატარიის კომპანიაში, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ეროვნულ ბანკში. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში და არის ბევრი პუბლიკაციის ავტორი.

ნინოს განათლება მიღებული აქვს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე იგი არის აშშ-ის Long Island, Hofstra University-ის საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და საერთაშორისო ჟურნალისტიკის მაგისტრი. 

ქეთევან ქვარცხავა

საბჭოს წევრი

 

 

 

გამოცდილი ადვოკატი და საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიულიკომპანია BLC-ის პარტნიორი. ქეთევანის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული, გახმაურებული სასამართლო დავის წარმოება. 

ქეთევანი ამავდროულად არის ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი დირექტორი, ლონდონის საარბიტრაჟო პალატის Chartered Institute of Arbitrators (MCIrb) წევრი და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციის გამგეობის წევრი.

იგი ასევე აქტიურად არის ჩართული საქართველოს კანონმდებლობის შემმუშავებელი ჯგუფების მუშაობაში. 

ქეთევანს იურიდიული და ბიზნეს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მან დაამთავრა Wake Forest University School of Law და Stanford University Graduate School of Business. 

ია თაბაგარი

საბჭოს წევრი

1997 წელს იამ, სხვა ენთუზიასტებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ტურიზმის განვითარებას. ტურ-ოპერატორული საქმიანობის გარდა, მონაწილეობდა ტურიზმის კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებულ მრავალ პროექტში მსოფლიო ბანკთან, USAD-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობით. 

მისი უშუალო ინიციატივით და ხელმძღვანელობით შეიქმნა არა ერთი ტურისტული პროდუქტი, მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი და სიუჯეტი, რომელთაგან გამოირჩევა Travel Channel-ის, BBC-ს ადა Discovery Channel-თვის გადაღებული ფილმები საქართველოს კულტურის, ქართული სამზარეულოს, ღვინის დაყენების ტრადიციების, ეთნოგრაფიული ყოფისა და ბუნების ამსახველი კადრებით.

გარდა ამისა, ია თაბაგარი მრავალი პუბლიკაციის, სალექციო კურსისა და ტურიზმის სასწავლო პროგრამის ავტორია. 

2007 წლიდან ია თაბაგარი საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავჯდომარეა.  ამავდროულად, იგი  2 კომპანიის თანადამფუძნებელია, რომელთაგან ერთი ღვინის ტურიზმისა და ღონისძიებების მართვის კომპანიაა, ხოლო მეორე ფილმების წარმოების კომპანია. 

პარტნიორებთან ერთად, ია ფლობს აგრო-ტურისტულ ობიექტს კახეთში. 

2014 წელს, ოთხ წარმატებულ ბიზნესლიდერთან ქალთან ერთად, მან საფუძველი ჩაუყარა ახალ იდეას „საქმიანი ქალები ხვალინდელი დღისთვის“, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი გაერთიანება „women for tomorrow”. 

ია თაბაგარი  აქტიურად მონაწილეობს საცხენოსნო, სამთო და სათხილამურო ექსპედიციებში. ასევე იკვლევს უცნობ ადგილებს და გეგმავს სცენარებს ახალი ფილმებისთვის მოგზაურობაზე.

ნინო ყვავილაშვილი

საბჭოს წევრი

გალერეა27-ის დამფუძნებელი და დირექტორი 2013 წლიდან, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დამფუძნებელი და საბჭოს  წევრი 2014 წლიდან, მხატვართა კავშირის წევრი 1996 წლიდან.

ნინო ყვავილაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი  თბილისის სამხატვრო აკადემიის ქსოვილის დიზაინის ფაკულტეტი.

1994 წელს ოთხ თანამოაზრე მხატვარ ქალთან  ერთად დააფუძნა ტექსტილის სამხატვრო სახელოსნო LA MAISON BLEUE, რომელიც პირველი სახელოსნო იყო, სადაც მხატვრები ერთ სივრცეში  მუშაობდნენ და იქვე მათი ნამუშევრების ყიდვა იყო შესაძლებელი. სახელოსნომ 2017 წლამდე იარსება და ამ ხნის განმავლობაში დიდი წარმატებით სარგებლობდა.

ნინოს ძირითადი საქმიანობაა ქსოვილის მხატვრული დამუშავება სხვადასხვა ტექნიკაში: ბატიკა, შიბორი, პეჩვორქი, ქუილთი.

2010-2012 წელს კაფე-გალერეა „გაჩერება კონკა“-ს თანადამფუძნებელი და დირექტორია.

2013 წელს ნინომ დააარსა გალერეა 27 - ხელნაკეთი ნამუშევრების მაღაზია.  გალერეაში წარმოდგენილია ნინოს,  და ასევე 100-მდე ქართველი მხატვრის და ხელოსნის

მაღალხარისხიანი ნამუშევრები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

ნინოს,როგორც მხატვარს,  მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ  გამოფენაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ასევე  ატარებს ვორქშოფებს მსურველთათვის თავის სახელოსნოში, რომელიც მაღაზიის მიმდებარედ არის განთავსებული.

2014 წელს, ოთხ წარმატებულ ბიზნეს ქალთან ერთად, მან დააარსა ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის.“

ნინოს მიღებული აქვს მონაწილეობა რამოდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო  პროექტში, რომელთაგან  აღსანიშნავია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის „საერთაშორისო ვიზიტორი  ლიდერების პროგრამა (International visitor leadership program).

საბჭოს წევრი

თამარ რაზმაძე

„ლეტერატოს“ (აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის) მფლობელი და დირექტორი. აზროვნების აკადემია ეხმარება მოზარდებს ცოდნის გაღრმავებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, ასევე ხელოვნების მიმართულებით თვალსაწიერის გაფართოებაში რეგულარული სასკოლო საათების შემდეგ.

თამარს სწავლების მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის მენეჯმენტის სკოლასა (ESM) და თავისუფალ უნივერსიტეტში, მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში. არის 100-ზე მეტი სტატიის ავტორი. 

თამარი ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებისთვის. მას აქვს 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო სექტორსა და კერძო ბიზნესში მუშაობას მენეჯერულ პოზიციებზე. 

ასევე, იგი მარკეტინგისა და განვითარების დირექტორი და ერთ-ერთი მეწილეა ქარელის აგრო–ინდუსტრიულ კომპანიაში.

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დონორთა კოორდინაციის სამსახურის უფროსად. მან დააფუძნა დონორთა კოორდინაციის განყოფილება, რითაც გაამარტივა დონორთა კოორდინაციის პროცესი საქართველოს მთავრობაში.

თამარი ასევე დასაქმებული იყო USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში „Deloitte“, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში განათლებისა და ბიზნესის  აკუმულაციის ამაღლება იყო,  ეკავა მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის თანამდებობა ერთ-ერთ წამყვან მიკრო საფინანსო ბანკში და პასუხისმგებელი იყო კომუნიკაციებზე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC).

თამარის გამოცდილება  მოიცავს  ცვლილებათა მენეჯმენტს, კომუნიკაციებს, მარკეტინგის მენეჯმენტს, სტრატეგიულ დაგეგმვას და მარკეტინგს.

 თამარ რაზმაძე არის სტენფორდის ლიდერობის აკადემიის კურსდამთავრებული. იგი მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებში.

საბჭოს წევრი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%20%

ქეთევან  კიღურაძე-გოგილაშვილი 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1986 წელს. საკანდიდატო დისერაცია „სტომატოლოგიური სტატუსის შესწავლა სეფსისით დაავადებულ და სეფსისგადატანილ ბავშვებში“ დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაცია „კარიესის ეპიდემიოლოგიური, გენეტიკური და მიკრობიოლოგიური ასპექტები“ - 2002 წელს. 

 

2014 წლიდან არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) პარლამენტის დელეგატი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (2015 წლიდან); პროფესიული და უმაღლესი დარგობრივი საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის ფასილიტატორი (2015-2016წწ); 2005  წლიდან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონგრესების საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე (2005-2014წწ) და თავმჯდომარე (2014 წლიდან);  სტომატოლოგიური ჟურნალის “GSAnews” მთავარი რედაქტორი (2006 წლიდან). 2010 წლიდან - თერაპიულ სტომატოლოგიაში ნაციონალური კლინიკური სახელმძღვანელოს ავტორი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული); 2006 წლიდან სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) კონგრესების მონაწილე, სპიკერი: ნიუ-იორკი (აშშ), მონრეალი (კანადა), ვენა (ავსტრია) და ა.შ

 

სტომატოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო  ორგანიზაციის მიერ (ABI) დაჯილდოებულია ოქროს მედლით.

 

ქეთევან გოგილაშვილი - სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის წევრია (FDI) (1999 წლიდან); (ADA) - ამერიკის დენტალური ასოციაციის  (2009 წლიდან); პიერ ფოშარის საერთაშორისო აკადემიის (2009 წლიდან);  FDI-ERO ევროპის რეგიონალური ასოციაციის (2003 წლიდან); სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ქალთა გამგეობის (2016 წლიდან); საქველმოქმედო ორგანიზაციის „International Association of Lions Club” (2005 წლიდან), 2014-2015 წელს ორგანიზაციის პრეზიდენტი; 

bottom of page